საქართველოს სასაზღვრო პოლიციას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის ხელმძღვანელები ეწვივნენ
საქართველო, 13 იანვარი,
საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ჯარის მოქმედი შტაბების, დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ. თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა
ზურაბ გამეზარდაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლკოვნიკმა
დავით ცინარიძემ და მისმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა
ლევან მაჭავარიანმა უმასპინძლეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უწყების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებულ მდგომარეობას, პრობლემატიკას, გამოწვევებსა და რისკებს ეხებოდა. დელეგაციის წევრები სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროცესებს და ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები გამოკვეთეს.