საზოგადოება
საქართველოში ამერიკული 911-ის სისტემა დამკვიდრდება

911serviseამერიკული 911-ის სისტემა საქართველოშიც დამკვიდრდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა. მისი განმარტებით, მხოლოდ ერთი ნომრის აკრეფით მოქალაქეები პოლიციას, სასწრაფოსა და სახანძროს ერთად დაუკავშირდებიან.

ახალი ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. „ჩვენ ვმუშაობთ მართვის ერთიანი ცენტრის შექმნაზე, რომელიც მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტია. ის ტრანსპორტის, საგანგებო სიტუაციების, პატრულის, ასევე კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული კომპანიების დაკავშირებას გულისხმობს, ისე, რომ მხოლოდ ერთი ნომრის აკრეფით გახდეს შესაძლებელი ყველა ამ სერვისის მიღება“, - განაცხადა უგულავამ.