ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შეირაღებული ძალების ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შეირაღებული ძალების ხელმძღვანელობას შეხვდა. მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე
ალექსი ბატიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი
ვახტანგ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მათ პრემიერ–მინისტრს ქართულ ჯარში არსებული მდგომარეობა გააცნეს და 2014 წლის სამოქმედო გეგმები წარუდგინეს.