რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “პატრიარქის საშობაო გზავნილი გახლდათ ჰიმნი სიყვარულისა, რომელიც არის ღმერთი! პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ხელს უშლიან არა ყოფილი, არამედ დღევანდელი ჩინოვნიკები!”

pol-1-red-meshautსაქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორთან, პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილთან.
- ბატონო არნო, მოდით დღეს, მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესებზე ვისაუბროთ, რადგან საიდუმლო არ არის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის წასვლის შემდეგ მოვლენები საქართველოში კვლავაც ბობოქარად ვითარდება. ასეთი სიტუაციის ანალოგი არ მოიძებნება არც ამიერკავკასიის, არც, ვგონებ, სხვა რომელიმე ქვეყანაში, როდესაც ყველა არჩევნებზე ერთი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს, ამ შემთხვევაში - კოალიცია “ქართული ოცნება”, მაგრამ სერიოზულ პრობლემებს და პროტესტს შემდგომშიც აქვს ადგილი. თქვენი მოსაზრება.
- ამაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში, როდესაც “ცე-რე-უს” კოლბაში გამოზრდილი სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, მან მოასწრო და ღრმად გაიდგა ფესვები ადამიანების მენტალობაში, თანაც - არა მარტო ახალგაზრდების, და ერთბაშად ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა-მინიმუმ იყო დიქტატორი სააკაშვილის დამხობა, მისი ტოტალიტარული პოლიციური რეჟიმის ლიკვიდაცია. ახლა დღის წესრიგში დგას ამოცანა-მაქსიმუმ, ანუ ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომლის ფუნქციონირება მოხდება საკუთარი შიდა ეკონომიკური პოტენციალის, დაბალანსებული პოლიტიკის, ლეგალური ბიზნესის და ინვესტიციების ხარჯზე და არა მილიარდობით დასავლური სესხებისა და გრანტების ხარჯზე, რომლებიც შეიარაღებაზე და უმაღლესი ხელმძღვანელობის ჯიბეებში მიდის, იარაღის გაყიდვის საიდუმლო ოპერაციების, ნარკოტიკების გასაღების, ქართული მიწების და სტრატეგიული ობიექტების სახით სახელმწიფო საკუთრების, მთელი დარგების გაყიდვის ხარჯზე. ისეთი სახელმწიფოს აშენება,  რომლის ფუნქციონირება მოხდება არა წამებისა და სამხედრო ავანტიურების მეთოდებით, არამედ ცივილური კანონიერი მართვით, და ამ ურთულესი ამოცანის გადაჭრა დღევანდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს.

- ამ თემას დავუბრუნდებით, ახლა კი იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების მენტალობის სფეროში ექსპრეზიდენტის მემკვიდრეობა ახსენეთ, მინდა გთხოვოთ, კომენტარი გაუკეთოთ სკანდალს, რომელიც გასულ კვირას კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს გამო აგორდა. ქართველი ერის სულიერი ლიდერის წინააღმდეგ ხომ დღეს სწორედ ექსმმართველი პარტია “ნაცმოძრაობის” და მისი ლიდერი სააკაშვილის მიერ გამოზრდილი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები აჯანყდნენ?

- მართალი ბრძანდებით, მხოლოდ დავაზუსტებ, რომ ამ ახალგაზრდებმა - ლიბერტარიანელებმა, ლგბტ-საზოგადოების წევრებმა და მათმა დამცველებმა “თავისუფლების ინსტიტუტიდან” – “თავისუფალი ზონის” ტიპის ყოველგვარი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან - თავიანთი ძირგამომთხრელი საქმიანობა ჯერ კიდევ პრეზიდენტი შევარდნაძის დროს დაიწყეს და სინამდვილეში არიან არა რელიგიური, სექსუალური თუ ეროვნული უმცირესობების დამცველები, რომლებსაც საქართველოში არავინ ემუქრება, არამედ დასავლეთის სპეცსამსახურების უხვად ანაზღაურებადი გავლენის აგენტები. საქართველოში მრავალი წელია ფუნქციონირებს ათასობით ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ მთელი ეს წლები ათიათასობით მოქალაქეს ციხეებში აწამებდნენ, ხოცავდნენ, ძალადობდნენ, აყაჩაღებდნენ. მაშ რაღა უფლებადამცველები არიან ამის შემდეგ, სად იყვნენ მთელი ეს 9 წელიწადი - ჯალათების, მკვლელების და რეკეტიორების, ანუ სააკაშვილის ხელისუფლების მხარეს ხომ არა?!

ამიტომ ეს ახალგაზრდა ადამიანები - ყოველგვარი ქართულის, ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების ელემენტარული იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები არიან და ცდილობენ ის რაც შეიძლება მალე საბოლოოდ “ათქვიფონ ევროატლანტიკური გაერთიანებების კომპოტში”: ქართული ცხოვრების ყაიდისა და ტრადიციების მოწინააღმდეგეები - ოჯახით, მეგობრობითა და სუფრით დაწყებული, კულტურით, ხელოვნებითა და რელიგიით დამთავრებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღვრის სახით.

თავად განსაჯეთ: დიდმა ილია ჭავჭავაძემ, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდა ილია მართლად შერაცხა, გვიანდერძა, თვალისჩინივით გავფრთხილებოდით სამ ფასეულობას - ენას, მამულს, სარწმუნოებას.

ენა დავკარგეთ, როდესაც ქართული ინგლისურით შევცვალეთ. დღეს საქართველოში მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ნამდვილ ქართულ ენაზე ლაპარაკი, სამაგიეროდ, ენაბლუ ექსპრეზიდენტი სააკაშვილის და მისი მინისტრები წყალობით საქართველოში უკვე სირცხვილი არ არის, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალგაზრდობა მშობლიურ - სახელმწიფო ენას არ ფლობენ. მათ ასწავლეს, გასაგებად გამოთქვან თავიანთი აზრები ინგლისურ ენაზე, თანაც - საკმაოდ დაბალ დონეზე, რომელიც საკმარისია პრიმიტიული აზრებისა და სურვილების გამოსახატავად.

მამული დავკარგეთ, როდესაც პასპორტებში გრაფა “მამის სახელი” გავაუქმეთ და, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გამოისობით, ტერიტორიების 20% დავკარგეთ.

ახლა რწმენას გვართმევენ, ამიტომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღოლის წინააღმდეგ უკვე აშკარა ომი მიმდინარეობს. საქართველოსთვის ტრადიციული რელიგიების ყველა წარმომადგენლის გასაკვირად, საბაბად იქცა ლაკონური უწყინარი ფრაგმენტი კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო გზავნილიდან, სადაც ლაპარაკია ქრისტიანულ მორალთან სუროგატული დედობის, ხელოვნური განაყოფიერების (ე.წ.in vitro), აბორტების და ერთსქესიანი ოჯახების შეუთავსებლობაზე.

მაგრამ ნუთუ აგერ უკვე 36 წლის განმავლობაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის საშობაო ეპისტოლე ვრცელ ლექციას უნდა დამსგავსებოდა რეპროდუქციული ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების თავისებურებებზე, რომლებზეც მსოფლიო სამეცნიერო წრეებში და მათ შემქმნელებსაც კი დღემდე ერთიანი აზრი არა აქვთ?! ნუთუ 81 წლის ილია მეორეს მხარი უნდა დაეჭირა ადამიანთა მოდგმის გაგრძელების მეთოდებისთვის, რომლებიც არსს - ღვთიურ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და მსოფლიოს ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ დაგმობილია?! საქართველო ევროკავშირში მიისწრაფვის, მაგრამ განა კათოლიკური ეკლესია ჯვარს სწერს ერთსქესიან წყვილებს ან მიესალმება სუროგატულ დედობას?!

ერთსქესიან წყვილებს - პედერასტებს, ლესბოსელებს, ბისექსუალებს და ტრანსგენდერებს ბავშვები არ უჩნდებათ, აბორტები კი ჩასახულ სიცოცხლეს კლავს - მაშ რატომ უნდა მიესალმოს კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი გენოფონდის მქონე ქართველი ერის სულიერი ლიდერი გეებს და გარყვნილებს?! დიახ, ჩვენი “ჩამორჩენილი” საქართველო შორსაა “განათლებული” ევროპისგან, ჩვენს ისტორიაში ხომ არ ყოფილა ინკვიზიცია და ჩვენ არასოდეს არავის ვაიძულებდით, ჩვენს რელიგიას დამორჩილებოდა, თუმცა კი ის სახელმწიფო რელიგიაა! ჩვენ ახლაც არავის ვაიძულებთ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ქართული ეკლესიის მრევლი იყვნენ და ჩვენი კანონებით იცხოვრონ, თუმცა ეს სახელმწიფოს შემქმნელი ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის კანონებია!

არა, ჩვენ არ ვიჭრებით სხვის ტაძრებში, არ ვბლოკავთ მათ ოფის-სამლოცველოებს საპროტესტო აქციებით - ე.წ. ფლეშმობებით, როგორც მათ შემოარტყეს ალყა საპატრიარქოს რამდენიმე დღის წინ. კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა, მისი ნებისმიერი ქადაგება ან გზავნილი - მხოლოდ გაფრთხილებაა, გაკვეთილი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ინფორმაცია განსჯისა და სრულყოფისათვის, და არა შემდგომი მითქმა-მოთქმის თემა. მაგრამ თუ შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი არ ხარ, იქ ილოცე, სადაც გინდა, ნუ მოახვევ თავს უმრავლესობას შენს განსაკუთრებულობას, ნუ უწევ პროპაგანდას ჩვენს ბავშვებში ცხოვრების შენეულ სტილს!

მეტსაც გეტყვით - საქართველოში ბოლომდე ცოტამ თუ გაიგო, რა საფრთხეზე მიანიშნებდა ილია მეორე, რომელიც ტყუილად როდი ნათლავს უკვე მერამდენე წელია ბავშვებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან და ამით მათ წახალისებას ახდენს. ცოტამ თუ გაიგო, რომ პატრიარქის საშობაო გზავნილი გახლდათ ჰიმნი სიყვარულისა, რომელიც არის ღმერთი! მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ეპისტოლეს დასრულებისთანავე აღნიშნა, რომ ამჯერად ის თავისი შინაარსით მეტად ღრმა იყო...

- რა გაქვთ მხედველობაში, რა საფრთხეზე ლაპარაკობთ? აუხსენით, გეთაყვა, მკითხველს, ბატონო მთავარო რედაქტორო.

- საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში საქართველოში ოჯახის ინსტიტუტმა და დედობის ინსტიტუტმა დიდი დარტყმები მიიღო - უამრავი ჯანმრთელი ქართველი ახალგაზრდა ქალი გამოუვალი მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებულია ფული საზღვარგარეთ დამამცირებელი შრომით იშოვოს, მათ შორის - პროსტიტუციით, ნაცვლად იმისა, რომ ქართველი ვაჟებისგან ჯანმრთელი ქართველი ბავშვები გააჩინონ... თავის მხრივ, ქართველ ვაჟებს უმუშევრობის გამო ოჯახის შექმნა და მისი რჩენა არ შეუძლიათ, ამიტომ ამ ნიადაგზე მუდმივ ნერვულ სტრესს განიცდიან, რომელიც, როგორც ცნობილია, სქესობრივ პოტენციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, ჯანმრთელი ქართველი ვაჟები ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ მიდიან და ოჯახებსაც იქ ქმნიან არაქართველებთან, რომელთა შვილები - უკვე იმ ქვეყნების მოქალაქეები არიან, და არა საქართველოსი.

ახალგაზრდობაზე დამღუპველად აისახა ცხოვრების მანკიერი სტილიც, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის - ცნობილი გარყვნილისა და ნარკომანის მიერ იყო წახალისებული, არადა, ერთჯერადი შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან, ჩვეულებრივ, ბავშვები კი არ იბადებიან, არამედ აბორტის შედეგად იღუპებიან! ამგვარი კონტაქტებისგან მხოლოდ დაავადებები რჩება, მათ შორის - საქართველოში ფრიად გავრცელებული შიდსი.

და განა შეიძლება ჯანმრთელი დედა იყოს გოგონა, რომელიც მთელი ღამე განუწყვეტლივ ეწევა და სვამს ბარებსა და რესტორნებში, სადაც ხმაურიან კომპანიებშში ატარებს დროს “ელიტური” ქართველი ახალგაზრდობა?! გასაკვირი არ არის, რომ ლოგინში მას სექსის თავი აღარ აქვს, მისი სიცივე უარყოფითად მოქმედებს პარტნიორზე, თავის მხრივ, მასში ყოველგვარ სურვილს კლავს და წარუმატებლობის კომპლექსს უჩენს. ამის შედეგად ქართველი ახალგაზრდა მამაკაცები ჯანსაღ და სისტემატურ სქესობრივ ცხოვრებას ამჯობინებენ კაცების ქეიფს ალკოჰოლის დიდი რაოდენობით, რომელიც, თავის მხრივ, პოტენციას კლავს, მერე კი - მეძავებს ბორდელებში, ან უფრო უარესს - ნარკოტიკებს! თანაც საეჭვოა, არაფხიზელი მშობლების, მწეველების ან ნარკომანების (თუკი ეს ვაივაგლახით მაინც გამოუვათ!) მიერ ჩასახული ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს - ის პრობლემური იქნება და არა მარტო სიყვარულის დეფიციტის გამო, რაზეც არის ლაპარაკი საშობაო გზავნილში. უსიყვარულოდ ჩასახული ბავშვები უსულობისა და უშინაარსო ცხოვრებისთვის არიან განწირული - აი, სინამდვილეში რაზე ლაპარაკობს ილია მეორე. კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო გზავნილი ჭეშმარიტად სიყვარულის ჰიმნი იყო, რომელიც არის ღმერთი!

დაბოლოს: თანამედროვე”გამოსულმა” ახალგაზრდა ქართველმა ქალებმა მალე შესაძლოა მასობრივად მიმართონ სუროგატულ დედობას და ხელოვნურ განაყოფიერებას, მაგრამ არა მარტო თამბაქოთი და ალკოჰოლით უდროოდ შერყეული ჯანმრთელობის, ქმრების იმპოტენციის ანდა უწესრიგო სქესობრივი კავშირების მიზეზით! ჯანმრთელ ქართველ ქალებსაც მალე დაეზარებათ იმშობიარონ და ამ დროს ტკივილი განიცადონ - ისევე დაეზარებათ, როგორც უშვილოებს - ლოცვა და უფლისათვის შვილის შეთხოვნა ან ობლის შვილად აყვანა! ისინი უპირატესობას “მოდურ” არაბუნებრივ საშუალებებს მიანიჭებენ და ბავშვებში ფულს გადაიხდიან, როგორც მაღაზიაში!..

- გმადლობთ, ბატონო არნო, თქვენი მწარე სიმართლისთვის... და ბოლოს, პოლიტიკას დავუბრუნდეთ.

- მე კი მგონია, რომ ჩვენ დიდი ხანია მას დავუბრუნდით.  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - აი რა არის დღეს მთავარი პრობლემა საქართველოში, როგორც ჩვენი ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნე, და ეს პრემიერმა ღარიბაშვილმა გასულ პარასკევს მთავრობის სხდომაზე დაადასტურა. თუ საქართველოში სამუშაო ადგილები შეიქმნება, ახალგაზრდები ფულის საშოვნელად ქვეყნიდან აღარ წავლენ, ქართული ოჯახები გამყარდება, შობადობა გაიზრდება და საქართველოში, პირიქით, ქართველი ემიგრანტები დაბრუნდებიან!

სხვათაშორის, მთავრობის ბოლო სხდომამ დაადასტურა, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილმა საკადრო პოლიტიკაში მართლაც დაუშვა შეცდომები, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან დაკავშირებით ის მართალი გამოდგა. ბევრმა დაუდევარმა მინისტრმა, რომლებიც მეტისმეტად კომფორტულად მოეწყვნენ თავიანთ სავარძლებში, იმ დღეს აშკარად იგრძნო - როგორ შეირყა ეს სავარძლები, იმიტომ რომ ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი საახალწლო დღესასწაულების შემდეგ უცებ არა მარტო სამაგალითო მეოჯახე, ტრადიციული ქართველი და სპორტსმენი, არამედ გამჭრიახი მკაცრი მენეჯერიც აღმოჩნდა!

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ხელს უშლიან არა იმდენად ყოფილი ძალაუფლების მქონე “ნაციონალები”, რამდენადაც დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი - ჩინოვნიკები, რომელთა უნიჭობა ღალატს უდრის! შეუთანხმებელი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომლებსაც დღეს ყველა აკეთებს, ვისაც არ ეზარება - თანაშემწეებიდან და მდივნებიდან დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული, ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციას და ნამდვილი მავნებლობაა! მაგალითი უამრავია, უკანასკნელებიდან - ეს არის თუნდაც აზრთა სხვადასხვაობა იმავე პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლო განცხადებები ცვლილებების თაობაზე ფინანსურ კანონმდებლობაში და სისხლის სამართლის კოდექსში “კანონიერ ქურდებთან” დაკავშირებით, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ზემოხსენებულ სხდომაზე მკაცრად გააკრიტიკა.

ანდა “შერიგების” მინისტრ ზაქარეიშვილის ამასწინანდელი მორიგი პროვოკაციული განცხადება რად ღირს, რომ სააკაშვილი, თურმე, მართალი იყო და რუსეთთან მოლაპარაკება უსარგებლოა?! და ეს - იმ დროს, როცა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების ფორმატში მიღწეულია გარკვეული წარმატებები ვაჭრობის, ტრანსპორტის, სავიზო რეჟიმის სფეროში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველაზე მთავარის - საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისთვის, რასაც დღეს გამუდმებით ვუბრუნდები!

არავის მოუბრუნდება ენა, რომ ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების მართლაც წარმატებული მინისტრები - სერგეენკო და ნარმანია გააკრიტიკოს, მაგრამ მინისტრები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მთავრობის რეიტინგზე, სასწრაფოდ უნდა გადადგნენ, როგორც მთავარი პროკურორი კბილაშვილი. ეს ეხება დიდი ხნის წინ კონფორმისტად გადაქცეულ იუსტიციის მინისტრ წულუკიანსაც და სასჯელაღსრულების მინისტრ სუბარსაც, ციხეებში წესრიგის დამყარება რომ ვერ მოახერხა, რომლებთანაც ქართველ საზოგადოებას ბევრი პრეტენზია დაუგროვდა. დიდი ხანია სინეკურად გადაიქცა კულტურისა და ეკოლოგიის სამინისტროები თავიანთი თანამდებობისთვის აშკარად შეუფერებელი დილეტანტი მინისტრებით, ხოლო ხადურს პოლიტიკური შეცდომა მოუვიდა, როდესაც დღეს ლარის დაცემა დაუშვა... საერთოდ კი, ღარიბაშვილმა ყველაფერი უჩემოდაც იცის.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
თბილისი, 2014 წლის 11 იანვარი