საზოგადოება
ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა

vania-saz-2საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა და მიზეზად პირველი შუამდგომლობის იგნორირება დაასახელა, როდესაც მოსამართლეს მისი ციხიდან გაყვანის ამსახველი კადრების ამოღება მოსთხოვა.

მოსამართლე ხათუნა ხარშილავა მერაბიშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა.

„მე გამოვთქვამ პროტესტს, რომ პროკურატურა ამ საქმეს არ იძიებს. მიუხედავად იმისა, რომ სრული ჩვენება მივეცი, უკვე თვეზე მეტი გავიდა და შედეგები არ არის. პროკურატურას რომ გამოძიება ჩაეტარებინა, დადგენილიყო ჩემი სიტყვების სისწორე, საბოლოო განაჩენზე ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენდა.

დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქმე გახსნას. პირიქით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მისი თანამშრომლების მეშვეობით ყველა ის ვიდეოფაილი არის წაშლილი, მათ შორის ქალაქის ვიდეოკამერებზე, ციხის კადრებზე, გარე პერიმეტრის კადრებზე, მაგრამ ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.