აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ტელეარხებზე გასული სიუჟეტებით დაინტერესდა, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ისმებოდა. პრემიერის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ კეთდება მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები, მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია ურყევია – ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებითაც დაინტერესდა და მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე უწყებებს შორის მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდა.