პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის და ავსტრალიის თანამეგობრობის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

polit-3-mtav-elCebiსაქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრალიის თანამეგობრობის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იან დევიდ გრინჯ ბიგსს შეხვდა, რომლის დიპლომატიური მისია საქართველოში დასრულდა და საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენცია გამოსამშვიდობებელ ხასიათს ატარებდა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის კულტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში. როგორც ავსტრალიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა განაცხადა, საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო ხელს შეუწყობს ავსტრალიური ინვესტიციების შემოსვლას. ეს კი, მისი თქმით, საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

იან ბიგსმა აღნიშნა, რომ ავსტრალიის მხარე საქართველოს პარტნიორ ქვეყანად განიხილავს და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინვე სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან.

polit-3-qvem-elCebi