საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 20 იანვარს შედგება
საქართველო, 10 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ
გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი
თურქეთის რესპუბლიკაში 2014 წლის 20 იანვარს შედგება.
ანკარაში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის
პრეზიდენტ აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარესთან ჯემილ ჩიჩექთან.
ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი ეწვევა ათათურქის მავზოლეუმს და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
ანკარაში საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება.