ყინვებმა აშშ-ს 5 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა
საქართველო, 9 იანვარი,
საქინფორმი. ძლიერი ყინვისგან მიყენებული ზარალი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე იანვრის პირველ რიცხვებში დაიჭირა, დაახლოებით 5 მლრდ დოლარს აღწევს.
განსაზღვრული დროის განავლობაში აშშ-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ შტატები არქტიკიდან მონაბერი ცივი ჰაერის ფრონტის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ყინვები დაიჭირა ტერიტორიებზე, სადაც 200 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა უამინდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა.