პოლიტიკა
კახა ლომაია ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

kaxa-polit-2საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი კახა ლომაია გენერალური ასამბლეისა და გაერთიანებული ერების უფროსი ოფიცერია პოლიტიკურ საკითხებში.

ლომაიას აღნიშნული თანამდებობა უკვე მიულოცეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში დიპლომატს წარმატებას უსურვებს. „ჩვენს უახლოეს მეგობარს, ერთ-ერთ ღირსეულ ადამიანს, ალექსანდრე კახა ლომაიას ვულოცავ ახალ და ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობას: გენერალური ასამბლეისა და გაერთიანებული ერების უფროსი ოფიცერი პოლიტიკურ საკითხებში. ყოჩაღ!!!“, - წერს სუბელიანი.