სამართალი
შსს ასევე აქვეყნებს დეკემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით. 2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1470 ერთეულით იკლო, რაც 36,9%-ია, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,4%-ით მოიმატა და 50,2%-ს შეადგენს.
2013 წლის 12 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
ქვეყნის მასშტაბით:
2013 წელს:
მომხდარი დანაშაული: 28970
აქედან გახსნილი: 17339
გახსნის მაჩვენებელი: 59,9%
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 39006
აქედან გახსნილი: 7394
გახსნის მაჩვენებელი: 19%
დანაშაულის კლება: 10036 (25,7%)
გახსნის მაჩვენებლის მატება: 40,9%
(დაწვრილებით იხ. საიტზე www.police.ge)