სამართალი
ქართველი სამშვიდობოები ISAF-ის მისიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

samart-1-saSvidoboსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მორიგი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა. 155 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე  მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ.

დღეს ავღანეთიდან ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 155 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა, რომლებიც რამდენიმე თვის მანძილზე მათზე დაკისრებულ მისიას ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქვეითებთან ერთად ასრულებდნენ. მინდა თითოეულ მათგანს თავდაცვის სამინისტროს სახელით მადლობა გადავუხადო მათზე დაკისრებული მისიის მაღლპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით სექტემბრის ბოლოს გაემგზავრნენ. ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად ოქტომბრის დასაწყისში გადაიბარა.