საზოგადოება
მაკა ჩიჩუას სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოკაინის ზედოზირებით მოხვდა

CiCuas-siZeსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძე მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოკაინის ზედოზირებით მოხვდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  სააგენტო „primerInfo" ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლის ცნობით, მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად 7 იანვარს დილით მიიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორივე მათგანი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, გოგოჭურს პულსიც კი არ ესინჯებოდა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

მათი ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საავადმყოფოში გიორგი მარგველაშვილის დაცვა და მაკა ჩიჩუა მოცვივდნენ. გოგოჭურს და კაჭარავას გადაუდებელი დახმარება უტარდებათ, დიაგნოზიც დასმულია - კოკაინის გადაჭარბებული დოზით მიღება. კაჭარავას დედა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია, ამიტომ ეს ფაქტი ისე ჩაიფარცხება, რომ არც მათი მოყვანა იქნება რეგისტრირებული და პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძეზეც პოლიცია საქმეს არ აღძრავს", - განუცხადა სააგენტოს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელმა.

“პრესა.გე”-ს ცნობით კი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოფიციალურად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მაკა ჩიჩუას სიძე მინდია გოგოჭური ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გოგოჭურთან ერთად იმავე დიაგნოზით რეანიმაციაში იმყოფება მისივე მეგობარი, 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის და ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილის, თორნიკე კაჭარავას ძმა დავით კაჭარავა.

გოგოჭურის გვარი გახმაურებულ მკვლელობას უკავშირდება. კერძოდ, რუსთაველზე მოკლული 23 წლის ჩოგბურთელის, ზურა ტარყაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი დავით ჯოხაძემ, ირაკლი აგლაძემ, დავით რუსიშვილმა, ივერი გოგბერაშვილმა და მინდია გოგოჭურმა მოკლეს.

მინდია გოგოჭური ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლის მზეო გოგოჭურის ძმისშვილია.