საზოგადოება
ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ყვარელში 36 წლის გოჩა ბაბლომაშვილის გარდაცვალების საქმის განხილვა დაასრულა.
წინასწარი ინფორმაციით, დადგინდა, რომ პაციენტის გარდაცვალება მედიკოსის შეცდომამ გამოიწვია.
საუბარია, ექიმ ლალი ბურკიაშვილის მიერ გოჩა ბაბლომაშვილისთვის მედიკამენტის წინასწარი სინჯის გარეშე გაკეთებაზე. აღნიშნული 36 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ყვარლის საავადმყოფოს ექიმ ლალი ბურკიაშვილისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრი იმსჯელებს.
სხდომა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გოჩა ბაბლომაშვილი რამდენიმე თვის წინათ ყვარლის საავადმყოფოში გარდაიცვალა.