საზოგადოება
თბილისის მეტროსადგურში ხალხს მატარებლების დაცლა მოთხოვეს
1-aragvelebzeსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. rimerInfo-ს ცნობით, გუშინ, 8 იანვარს, მეტროს სადგურ “300 არაგველში” ხალხს მატარებლების დაცლა მოსთხოვეს. როგორც მგზავრები აცხადებენ, ეს უახლოეს ნახევარ საათში რამდენჯერმე გამეორდა. ვაგონების დაცლის შემდეგ მოქალაქეებმა მეტროსადგურის წინ გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოიყარა თავი. შეკითხვაზე, თუ რატომ დააცლევინეს მგზავრებს მეტროს სადგური, პატრულის თანამშრომლებმა კონკრეტული მიზეზი არ დაასახელეს.