აქტუალური
ქრისტეშობის დღესასწაული ავღანეთში

aqtual-1-avRaneTSiსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

ჰელმანდის პროვინციაში, საზღვაო ქვეითების ბაზა „ლეზერნიკზე“ განლაგებულ 31-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობის დღესასწაული საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და პირველი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი შენგელიამაც მიულოცეს.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა მამა ავთანდილმა აღავლინა.

ქართული სამხედრო კონტინგენტის მონახულებისას გენშტაბის უფროსმა  31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადასცა.

ჰელმანდის პროვინციაში ვიზიტის დროს გენერალ-მაიორმა კაპანაძემ შეხვედრები „რეგიონული სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ მეთაურთან, გენერალ-მაიორ უოლტერ მილერთან და ტაქტიკური დაჯგუფება „ბელავუდის“ მეთაურთან, პოლკოვნიკ დენიელ სალივანთან გამართა.