აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილს ანი მარგველაშვილსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს

aqtual-3-ani-margvelaსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის 24 დეკემბერს, თავის ინტერვიუში ჟურნალ Forbes-, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად სხვათაშორის დააზუსტა, რომ მისგან განსხვავებით, მისი ოჯახის ყველა წევრს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ თუ ასეთი აუცილებლობა წარმოიქმნება, რუსული პასპორტის დაბრუნება მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. “შემიძლია რუსეთის მოქალაქეობა დავიბრუნო, თუ საჭირო გახდება. მაგრამ ჯერჯერობით ამისი საჭიროება არ არსებობს”, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

და აი, ახალი წლის პირველ დღეებში შევიტყვეთ, რომ რუსეთის მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილს - ანი მარგველაშვილსაც აქვს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვში გამგზავრების წინ სოციალურ ქსელ instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მას რუსეთის ფედერაციის პასპორტი და მოსკოვის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთები უკავია.

ანი მარგველაშვილი რუსეთში სწავლობდა, იქ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა  2013 წელს თბილისში გადმოვიდა.