აქტუალური
სანდრა რულოვსი: „მომავალში პრემიერ-მინისტრის მეუღლეობას არ გამოვრიცხავ!“

aqtual-2-sandraსაქართველო, 8 იანვარი,  საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას. ამის შესახებ რულოვსმა ჰოლანდიურ გაზეთ Trouw-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჩემი მეუღლე ამ პოზიციით არ არის დაინტერესებული. ასე რომ, მომავალში გამორიცხულია ჩემი პირველი ლედობა. თუმცა, არავინ იცის, ვიქნები თუ არა პრემიერ-მინისტრის მეუღლე",- აღნიშნა რულოვსმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

ჩემს მეუღლეს საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვს. მას შეუძლია წეროს წიგნები, წაიკითხოს ლექციები, თუმცა ეს არ არის მიშა. ის გრძნობს, რომ ამისთვის მზად არ არის", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

ამასთან, საქართველოს ყოფილი პირველი ლედის თქმით, მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში დამარცხდა, ახალმა ხელისუფლებამ ჩემი ქმრის გარემოცვის წევრების მიმართ შურისმაძიებლური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყოფილი მინისტრები გაასამართლეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კი დაპატიმრებულია... დიპლომატები ჩემს ქმარს ქვეყნის დატოვებას ურჩევდნენ, სწორედ ამიტომ მან ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველო დატოვა. საბედნიეროდ, მას ბევრ ადგილას სიამოვნებით ხვდებიან", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.