აქტუალური
საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს Apple Inc. Shares-ის 1 334 568 აშშ დოლარის ღირებულების აქციების მფლობელი გახდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან კანონის შესაბამისად 2013 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ჩააბარა, ივანიშვილი Apple Inc. Shares-ის 2400 აქციის მფლობელია. თითოეული აქციის ღირებულება 556.07 აშშ დოლარია.ივანიშვილის წინა, 2012 წლის ქონებრივ დეკლრაციაში Apple-ის აქციები არ ფიგურირებს.
ივანიშვილი ასევე ფლობს Google Inc. Shares-A-ს 1100 აქციასაც. ერთი აქციის ფასი 1059.59 დოლარია.
ბიზნესმენს ასევე აქვს 2722 ფასიანი ქაღალდი კომპანია Volkswagen AG Preferred Shares / without voting right-ში, რომელთა ერთეული ღირებულება 195.30 დოლარს შეადგენს.
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. კანონის მოთხოვნის თანახმად, მას ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალება.
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=12111