სამართალი
სკანდალი: იარაღის კონტრაბანდაში მხილებული თურქული ორგანიზაცია საქართველოში მუსლიმანურ სამლოცველოებს აშენებს!

samart-2-mtav-kontrabandaსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. თურქეთში მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაცია “IHH” (ადამიანთა დახმარების ცენტრი) იარაღის კონტრაბანდის სკანდალში გაეხვა. ამ ორგანიზაციის კუთვნილ ტრაილერში სამხედრო ტვირთი აღმოჩნდა, რომელიც თურქეთიდან სირიაში ამბოხებულებისთვის გადაჰქონდათ. უფრო კონკრეტულად კი, იარაღი სირიაში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი, რომელიცალ-კაიდასთანპირდაპირ კავშირშია. აღსანიშნავია, რომ “IHH” ბოლო წლებში მთელ რიგ პროექტებს საქართველოშიც აფინანსებს. მას დაფინანსებული აქვს მეჩეთის და მუსლიმანური სამლოცველოების მშენებლობა და სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ჰუმანიტარული დახმარებით საქართველოსაც ამარაგებს. ტრაილერთან დაკავშირებული ინფორმაცია თურქულ მედიაში გახმაურდა და ის ახლახანს საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა. შედეგად თურქეთის ხელისუფლება გაერომ მწვავედ გააკრიტიკა.

„ადამიანთა დახმარების ცენტრის“ მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ ტელეგრაფთანარასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციისთავმჯდომარე რომან კვიციანი ყვება:
გარდა მეჩეთის და სამლოცველოების მშენებლობისა, ეს ორგანიზაცია ბათუმში მოქმედ არასათავრობო ორგანიზაცია მიზანსაც აფინანსებს, რომელიც აჭარაში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახებს პერიოდულად ჰუმანიტარული ტვირთით ამარაგებს. დახმარების სანაცვლოდ ორგანიზაციის წევრები საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანურ ოჯახებს უფასო განათლებას ჰპირდებიან. ახალგაზრდებს ისლამს ჯერ ბათუმში ასწავლიან, ყურანს აზეპირებინებენ და მოგვიანებითსაუკეთესომოწაფეებს თურქეთში სასულიერო სასწავლებელ მედრესში ავლენენ. იყო შემთხვევები, როდესაც ბათუმელი გოგონები ჰაფეზებადაც მონათლეს. მუსლიმან ქართველებს თურქეთში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ექსკურსიებს უწყობენ და სწავლების პერიოდში მათ ყველანაირ პირობებს უქმნიან. მოგვიანებით, სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ეს ქართველი ახალგაზრდები თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან ეს არის აჭარაში ჩადებული ნაღმები, რაც საქართველოსთვის სერიოზული საფრთხის შემცველია”, – აცხადებს რომან კვიციანი. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოში რაიმე სახის არეულობის შემთხვევაში რელიგიურ ექსტრემისტებს როგორც სამხედრო, ისე ფინანსური დახმარება გაუწიოს.

ორგანიზაცია “IHH”-ს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით ჰყავს. სწორედ ამ ორგანიზაციამ გაუწია სპონსორობა პანკისში მეჩეთისა და სამლოცველოების მშენებლობას. საქართველოში ისლამური დღესასწაულები ასევე ამ ორგანიზაციის დაფინანსებით იმართება. შესაბამისი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ამ ორგანიზაციას საქართველოში მხარდამჭერების მოძებნა არ გაუჭირდება. თუკი საქართველოში არეულობა მოხდება, მათ უპრობლემოდ შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში არსებული გარკვეული რელიგიური ექსტრმისტების იარაღით მომარაგება, – განუცხადა ტელეგრაფს რომან კვიციანმა.

 (იხ. წყაროები თურქული მედიიდან: http://www.haberler.com/hatay-da-durdurulan-tir-krizinin-goruntuleri-5504272-haberi/

http://www.radikal.com.tr/turkiye/birlesmis_milletler_tirlari_arayin-1169119)

samart-2-qvem-kontrabanda