ივანიშვილთან სერიოზული ინციდენტის შემდეგ მარგველაშვილი გადადგომით დაიმუქრა?
საქართველო, 8 იანვარი,
საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა ექსპრემიერისაგან სერიოზული საყვედური მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას “
ზონანიუსი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილის ინიციატივებმა იმდენად გამოიყვანა წყობიდან, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც კი არ მოერიდა. წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი „მოწმის დაკითხვის ახალი წესის“ გადავადება გახდა. მარგველაშვილმა მოსაზრება გამოთქვა, რომ კანონპროექტის ამოქმედების ორი წლით გადავადება საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს, ამიტომ უმჯობესია კანონპროექტს პრეზიდენტის ვეტო დაედოს და ამის შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში ამოქმედდეს, თუმცა ამ ინიციატივამ ივანიშვილი იმდენად აღაშფოთა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უპასუხისმგებლოც კი უწოდა. ამ ინციდენტის შემდეგ მარგველაშვილი დუშეთში წასულა, წყაროს ცნობით, ის გადადგომაზეც კი საუბრობდა. ივანიშვილთან დაპირისპირებამდე მარგველაშვილს უთანხმოება მოქმედ პრემიერთანაც ჰქონდა. მაშინ მიზეზი ირაკლი ალასანიას ღონისძიება იყო, რომელსაც პრეზიდენტი პროტოკოლის დარღვევით დაესწრო და ღარიბაშვილისაგან საყვედური მიიღო“.