სამართალი
დღეისათვის მიუსაფართა თავშესაფარში 210 ადამიანი ათევს ღამეს. მათთვის მზადდება ცხელი საკვები, მუშაობს 24-საათიანი სამედიცინო სამსახური, საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის ჩათვლით. თავშესაფარი მუდმივად სუფთავდება, ხდება კარვებისა და დამხმარე სათავსების დეზინფიცირება.
კომისიის წევრებმა, ასევე, იმსჯელეს გამოზამთრების შემდეგ მიუსაფართა თავშესაფრის ახალ ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ამ კუთხით რეკომენდაცია გაეწია კახეთის გზატკეცილზე, ორხევის დასახლებაში და ფონიჭალაში არსებულ ტერიტორიებს.