საზოგადოება
სამებაში საშობაო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან, მინისტრებთან და აშშ-ის ელჩთან ერთად დაესწრო

sazogad-2-mtav-premierსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი.
„ჩემო თანამემამულენო!
გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
შობა უდიდესი დღესასწაულია - მაცხოვრის შობამ დასაბამი მისცა ახალ ერას კაცობრიობის ისტორიაში. სიყვარული, კაცთმოყვარეობა, სიკეთე, მიმტევებლობა, თავმდაბლობა, ეს ის უმთავრესი ღირებულებებია, რომლებიც გვიქადაგა მაცხოვარმა და რისკენაც  ყოველთვის ისწრაფოდა ქართველი ერი.
უფლის რწმენა აძლიერებდა ჩვენს ერს, ჩვენს დიდ წინაპრებს, რომლებიც  ხშირად რწმენისა და სამშობლოსათვის თავსაც წირავდნენ.

სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ.

შობას გილოცავთ!

ირაკლი ღარიბაშვილი“

საქინფორმი: სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან, მინისტრებთან და აშშ-ის ელჩთან ერთად  დაესწრო. წირვას არ დასწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, რომლებიც შობის დღესასწაულს  ჭორვილაში და დუშეთში, საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ.

sazogad-2-qvem-premier