საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. რა განაცხადა FBI-ის ყოფილმა თანამშრომელმა სიბელა ედმონდსმა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებში ჩეჩნური, ალ კაიდასა და მაფიურ-პოლიტიკური ორგანიზაცია "Far West"-ის შესაძლო როლის კვლევისას საერთაშორისო რედაქცია ახლახან გაეცნო FBI-ის ყოფილი თანამშრომლის სიბელა ედმონდსის ოთხსაათიან ინტერვიუს, რომელიც მან „კორბეტ-რეპორტის“ მფლობელსა და ამერიკული ალტერნატიული ქსელური გადაცემის წაყვან ჯეიმს კორბეტს მისცა. ეს ინტერვიუ ოთხ ნაწილად გამოქვეყნდა თებერვალში, ჩვენ კი მას მხოლოდ მაისის ბოლოს წავაწყდით. 9-11-ის წარმოშობის თაობაზე ჩვენი ძირითადი ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობდა, რომ ამ მასშტაბებისა და სირთულის ტერაქტები შეიძლება ჩაფიქრებული და ორგანიზებული ყოფილიყო მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე საიდუმლო სტრუქტურების მიერ და რომ ერთადერთი ასეთი სტრუქტურა იყო ნატოს იატაკქვეშა ქსელი კოდური სახელით "გლადიო". ყოველ შემთხვევაში, ამ ქსელს ასე უწოდებდნენ იტალიაში და დღეს ეს სახელი საყოველთაოდ მიღებულია ნატოს ქსელთან დაკავშირებით, მთელი თავისი შტაბბინით ბრიუსელში.
ამერიკულმა და ბრიტანულმა დაზვერვამ „გლადიოს“ შექმნა 1940-იანი წლების ბოლოს, გალენის ორგანიზაციის დახმარებით დაიწყო, რომელიც აბვერისა და მესამე რაიხის სხვა სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცრებისაგან შედგებოდა...
დაწვრილებით იხილეთ აქ http://politiko.ua/blogpost103227#.UsJm_Mj3v7w.facebook