უცხოეთი
საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავებმა პარასკევს ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების ოთხთვიანი მორიგეობა დაიწყეს, რომელსაც ნატოელი პარტნიორები ლიტვის საჰაერო ბაზა ზოკნიაიდან ახორციელებენ.
როგორც ე.წ. საჰაერო პოლიციის მისიის გადაცემის ცერემონიაზე ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუოზას ოლეკასმა აღნიშნა, „უფრო და უფრო მეტი ქვეყნები აცხადებენ მზადყოფნას, შეუერთდნენ საჰაერო პატრულირებას". მისივე თქმით, მისიაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს იტალიამ და უნგრეთმაც.შეერთებული შტატები მეოთხედ მორიგეობს ბალტიის ქვეყნების ცაში. ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს ამისათვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობა არ აქვთ და ამიტომ 2004 წლიდან პატრულირებას მათი ნატოელი პარტნიორები უზრუნველყოფენ.
ამერიკელები ლიტვაში მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან - ავიაბაზა ლეიკჰნიტიდან (დიდი ბრიტანეთი) ჩავიდნენ და ბელგიის სამხედრო-საჰაერო ძალების სამეფო კონტინგენტი შეცვალეს. აშშ-ის მფრინავები ფრენებს ოთხი გამანადგურებელი F- 15C Eagle-ით განახორციელებენ. ამერიკული მისიების შემადგენლობაში შედიან ასევე ტექნიკური, სამედიცინო პერსონალი და კავშირგაბმულობის სპეციალისტები - სულ 150-ზე მეტი ადამიანი.