აქტუალური
თამაზ თამაზაშვილი: “მორალური კომპენსაციის სახით „ნაციონალური მოძრაობისგან“ 200 მილიონ ლარს მოვითხოვ!”

akt-3-tamazaსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. გენერალი თამაზ თამაზაშვილი „ნაციონალური მოძრაობისგან" მორალური კომპენსაციის სახით 200 მილიონ ლარს ითხოვს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას და კონკრეტულ პირებს, რომელთაც ბიზნესი წაართვეს და ფინანსური პრობლემები შეუქმნეს, ვალი უკან დაუბრუნოს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მე და ჩემს ოჯახს თავიანთი ბინძური კამპანიითა და ჭორებით უმძიმესი სულიერი დარტყმა მოგვაყენეს. მორალური კომპენსაციის მიზნით 200 მილიონ ლარს მოვითხოვ. ამ აფთრებმა, რომლებმაც მთელი საქართველო და ხალხის ქონება მოიპარეს, მიითვისეს, შეჭამეს თუ შეთქვლიფეს, კეთილი ინებონ და ეს 200 მილიონი ლარი შეაგროვონ! ახლავე მოაქუჩონ ეგ ფული!..

ხოლო მე, თამაზ თამაზაშვილი, ქართველი ერის წინაშე პირობას ვდებ, რომ ამ 200 მილიონს მთლიანად დავურიგებ გაჭირვებულ ხალხს და ჩემთვის ერთ თეთრსაც კი არ დავიტოვებ!

სახელმწიფო ვერ აბრუნებს ამ ნაძირლების მიერ მიტაცებულ ფულს და იმ 200 მილიონის სახით გაძარცული და გაუბედურებული ხალხის ნაწილს მე დავუბრუნებ ფულს!.." - წერს გაზეთი  „ასავალ-დასავალი".