სამართალი
თამაზ თამაზაშვილი: “პასუხი უნდა აგოს ყველამ! მერაბიშვილი ფეხებით უნდა ჩამოკიდონ!”

samart-3-tamazსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის პოლკოვნიკი თამაზ თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი ნება რომ იყოს, ვანო მერაბიშვილი ფეხებით უნდა დაკიდონ, და პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მას ცილი დასწამა: კალმახელიძემ, სააკაშვილმა, ზოდელავამ, ადეიშვილმა.

თამაზ თამაზაშვილი ჟურნალ „გზასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მერაბიშვილის ბრძანებით იარაღი ჩაუდეს, ხოლო ციხეში სისხლის გამასქელებელ წამალს აძლევდნენ, რომ ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო:

„დღემდე არ მოსულა გამომძიებელი და არ დავუკითხვარ. ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ!.. ახლა პასუხი უნდა აგოს ყველამ: კალმახელიძემ, სააკაშვილმა, ზოდელავამ, ადეიშვილმა - ყველამ, ვინც ცილი დამწამა.

პროკურატურისგან მოვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც მე მაბრალებდნენ საჯაროდ და პასუხი აგებინონ ყველა მათგანს. შეტანილი მაქვს საჩივარი. მერაბიშვილი ამდენს რომ ლაპარაკობს, თქვას, რატომ ჩამიდო იარაღი! ეს არ იყო პოლიტიკური?

ახლა ამბობს სისულელეს, - ციხიდან გამომიყვანეს, თავზე რაღაც წამომაცვესო. ამას ვინ იზამდა?! ავანტიურისტია მერაბიშვილი. ჩემი ნება რომ იყოს, ფეხებით უნდა ჩამოკიდონ იგი, იმდენი საშინელება აქვს ჩადენილი.

ციხეში წამალს მაძლევდნენ, სისხლის გამასქელებელს, რომ ბუნებრივი სიკვდილით მოვმკვდარიყავი. ელექტროშოკით მომაბრუნეს. მითხარით, პასუხი არ უნდა აგოს მოსამართლემ, რომელმაც გამომიტანა განაჩენი, პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა, რომელიც სულ წითლდებოდა, რომ შევხედავდი?

გრიგოლამდე ჯერ არ მივსულვართ. იმედია, მივალთ და მოსამართლე არევაძეც დაისჯება უკანონო განაჩენისთვის", – აცხადებს თამაზ თამაზაშვილი „გზასთან“ ინტერვიუში.