პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძის განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები განიხილება, მათ შორის სავიზო რეჟიმის გაარტივების საკითხი, რომლის თაობაზე საუბარი გრიგორი კარასინთან დიალოგის დაწყებიდანვე მიმდინარეობს.
აბაშიძის განცხადებით, თუ რუსეთის მხარე სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველო ამას მიესალმება. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობას, ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას. როგორც ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება რუსეთის მისაღებია, საქართველოს მხრიდან კი სავიზო რეჟიმი კარგა ხანია, აღარ არსებობს.