საზოგადოება
ინტერვიუ დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგესთან მიხეილ ალექსანდროვთან

saz-3-an-2-aleksandrovსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი.
- გამარჯობა, მიხეილ ვლადიმერის ძევ! როგორც იცით, 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები თავისუფლების ქარტიაში, რომლებიც მიზნად ისახავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოსაფხვრელად მექანიზმის შექმნას. რას ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?
მიხეილ ალექსანდროვი: ეს თვალსაჩინო დადასტურებაა იმ დასკვნის, რომ დღევანდელი ქართული რეჟიმი სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელებაა. მართალია, ის უფრო ფრთხილი, რბილი მეთოდებით მუშაობს, მაგრამ უწინდელი მიმართულებით მოქმედებს. კომუნისტური სიმბოლიკის აღმოფხვრა ფარული რუსოფობიაა, რომელიც მიმართულია ქართველების ცნობიერებიდან სსრკ-ის შემადგენლობაში სხვა ხალხებთან საერთო წარსულის წაშლაზე და პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოსკოვის ინტეგრაციული მისწრაფებებისადმი ნეგატიური სტერეოტიპების გამომუშავებაზე. ეს, აგრეთვე, გადაიტანს საზოგადოების ყურადღებას ქართული ელიტის მიერ 20-ზე მეტი წლის განმავლობაში გატარებული მარცხიანი პროდასავლური პოლიტიკიდან.

- თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა რუსეთში შესასვლელი ვიზების გაუქმების საკითხზე მსჯელობა საქართველოს ხელისუფლების მიერ ასეთი კონფრონტაციული ქცევის გაგრძელების ფონზე? რა პირობებით შეიძლება რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმოს?

მ.ა.: ვფიქრობ, ვიზების გაუქმება არ შეიძლება დსთ-ში საქართველოს დაბრუნებამდე. მანამდე საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღადგინოს. თუმცა პროქართული ლობისტები ამ საკითხს აქტიურად სწევენ წინ.

- შარშან დეკემბრიდან ჩვენ ავამოქმედეთ ჩვენი პროექტი “რუსული სომხურ-ქართული ალიანსი”. გვითხარით, გეთაყვა, რამდენიმე სიტყვა პროექტზე. როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები, დარიგებები, სურვილები?

მ.ა.: თქვენს პროექტს მივესალმები. მას სასარგებლოდ ვთვლი და წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას რუსეთის სომხებსა და ქართველებს შორის, ხოლო პერსპექტივაში - ჩვენს ხალხებს შორის ხელოვნური ბარიერების მოხსნას.

http://rga-alliance.com/21-point-of-view/3182-intrevyu-s-mikhailom-aleksandrovym