საზოგადოება
ავღანეთში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ახალი წლის დადგომა აღნიშნეს

sazogad-2საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების 31- და ბათუმის ცალკეული მსუბუქ ქვეით ბატალიონებ ახალ 2014 წელს ბაზა ლეზერნიკზე შეხვდნენ.

31-ე ბატალიონის შტაბში გამართულ საზეიმო მიღებას, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ტაქტიკური-დაჯგუფება ბელავუდის ხელმძღვანელობა და კოალიციაში შემავალი ქვეყნების სამხედრო მეთაურობაც დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს ქართველმა სამხედროებმა ახალი წელი კონცერტით მიულოცეს. ჯარისკაცებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა ანსამბლმა სპეციალურად ახალი წლისთვის მომზადებული ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულა.

ცერემონიის ბოლოს საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებში გამარჯვებული 18 სამხედრო ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის, 31-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მეშველიანმა ბატალიონის 30 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები სამშობლოსათვის თავდადებული“ გადასცა.