პოლიტიკა
როგორც საქინფორმს ,,ეროვნული ფორუმის'' პრესამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა განუმარტა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებში "ეროვნული ფორუმი" მას შემდეგ ჩაერთვება, რაც პარტიის წევრ ზაზა ჩაკვეტაძეს გაათავისუფლებენ.
"ფორუმის" მანდატებით ის ოპოზიციური პარტიები აღიჭურვებიან, რომლებიც დღეს შეხვედრაზე მივლენ," - აცხადებენ ,,ეროვნულ ფორუმში''.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის დაწყების მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს პარლამენტში დღეს შეხვდება.