სამართალი
“სირიის ელექტრონულმა არმიამ” სოცქსელებში Skype-ს აქაუნთები გატეხა

1-pravo-3-hakeriსაქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. “სირიის ელექტრონული არმიის” (SEA) ჰაკერებმა შეაღწიეს ბლოგში და ოფიციალურ აქაუნთებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში მიჰყავს IP-ტელეფონიის სერვის Skype-ს, - იუწყება “რია ნოვოსტი”.

გატეხილ ადგილებზე ჰაკერებმა განათავსეს შეტყობინებები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს მასობრივი თვალთვალის პროგრამის კრიტიკით, - წერს გამოცემა TechCrunch.

“ნუ გამოიყენებთ Microsoft-ის (Hotmail, Outlook) საფოსტო სერვისებს. ისინი თქვენს აქაუნთებს უთვალთვალებენ და ინფორმაციას მთავრობაზე ყიდიან”, - ნათქვამია ჰაკერების მიერ Twitter-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ შეტყობინებაში.

ამ შენიშვნის დაწერის მომენტისთვის ჰაკერების შეტყობინებები დარჩენილი იყო მხოლოდ Skype-ს მიკრობლოგში Twitter-ში, იმ დროს როცა მათი ჩანაწერები ბლოგში და Skype-ს გვერდზე  Facebook-ში წაშლილია. თავად სერვის Skype-ს მუშაობაში შეფერხებების შესახებ შეტყობინებები არ არის.

ჰაკერებმა Skype და Microsoft სამიზნედ შემთხვევით არ შეარჩიეს. კომპანია Microsoft სკანდალის ცენტრში ზაფხულში აღმოჩნდა, როდესაც გაზეთი Guardian, ამერიკის სპეცსამსახურების ექსთანამშრომლის ედვარდ სნოუდენის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ Microsoft ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს შესაძლებლობას აძლევდა გვერდი აევლო საკუთარი კრიპტოგრაფიული დაცვისთვის, რათა Outlook-ის წერილებთან და ჩათებთან დაშვება მიეღო. აგრეთვე, დოკუმენტების თანახმად, ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა თითქოსდა პირდაპირი დაშვება მიიღეს SkyDrive-თან, ხოლო 2011 წლის 6 თებერვალს Skype-ს მეტამონაცემების მიღება დაიწყეს. თავად კომპანია ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოსთვის ამ სერვისებთან დაშვების გადაცემას უარყოფდა.