სამართალი
დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი იწყება

1-samart-1-konkursსაქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, დღეიდან, 2014 წლის 3 იანვრიდან, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან.

კანდიდატის წარდგენა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნები დადგენილია  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 დეკემბრის  N30/12/01 განკარგულებით „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“, რომელიც განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.president.gov.ge