“აქ, ვოლგოგრადში ჩადენილი დანაშაულების სისაძაგლე დამატებით კომენტარებს არ საჭიროებს! - განაცხადა პრეზიდენტმა თათბირის გახნისას, - რითაც უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოქმედებები ბოროტმოქმედებმა, სამოქალაქო პირების, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას არანაირი გამართლება არ აქვს”.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: ორმა აფეთქებამ, რომლებიც 29 და 30 დეკემბერს ვოლგოგრადის ვაგზალზე და ტროლეიბუსში მოხდა, 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 70-მდე ადამიანი დაშავდა.
“რეგიონში უწინდებურად მოქმედებს ტერორისტული საშიშროების მაღალი “ყვითელი” დონე.
საოლქო ანტიტერორისტული კომისია და ოპერატიული შტაბი ვოლგოგრადის ოლქში სთხოვენ ყველა მოქალაქეს, სიფხიზლე გამოიჩინონ და საეჭვო პიროვნებების ან ტერორისტული აქტების შესაძლო მზადების შესახებ ხელისუფლებას შეატყობინონ”, - იუწყება ადმინისტრაციის საიტი.
“ვოლგოგრადის სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 4 - უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, 11 ადამიანი - მძიმე მდგომარეობაში, 14 - საშუალო სიმძიმის, 15 - მსუბუქად დაშავებული. მოსკოვში ევაკუირებული იქნა 18 დაზარალებული, მათ შორის 1 - უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, 7 - მძიმე მდგომარეობაში, 9 - საშუალო სიმძიმის, 1 - დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. 2 გოგონას მდგომარეობა, რომლებიც 1 იანვარს სპეცრეისით ვოლგოგრადიდან მოსკოვში გადაიყვანეს და რუსეთის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, ხასიათდება, როგორც სტაბილური მძიმე”, - ნათქვამია რფ-ის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობაში.