საზოგადოება
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი სამძიმარს უცხადებს რუს ხალხს ვოლგოგრადში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო

1-saz-2-analit-3-soiuzსაქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი.
რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ ვსევოლოდ ბოგდანოვს
საერთაშორისო ჟურნალისტთა კავშირების კონფედერაციის კოორდინატორს
ბატონ აშოტ ჯაზოიანს

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი უპირველეს ყოვლისა ვოლგოგრადში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და რუს ხალხს. იმედია, რომ რუსეთის მთავრობის, საზოგადოების და საერთაშორისო აქტიური თანამშრომლობის შედეგად ერთხელ და სამუდამოდ შევაჩერებთ ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტებს.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი გისურვებთ, რომ 2014 წელი ყოფილიყოს რუსი ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის მშვიდობის, დემოკრატიული აღმშენებლობის, შემოქმედებითი და პროფესიული მიღწევების  წელი (სამწუხაროდ, ახალი წლის მოლოცვა და სამძიმარი ერთმანეთს დაემთხვა).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორესაახალწლო მილოცვაში ხაზგასმით აღნიშნა: საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი: ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის და დაპირისპირე ბის ასპარეზი, არამედ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ასპარეზი უნდა გახდეს”.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი იმედს გამოთქვამს, რომ ორმხრივი უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება-გაღრმავებას. იმედია, ქართველი და რუსი საზოგადოების მოთხოვნით დაიწყება დიალოგი, რომელიც წინა პირობა გახდება    საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის, ურთიერთობების დარეგულირებისა საერთაშორისო სტანდარტების ფორმატში, რომელიც მიმართული იქნება ქართველების, აფხაზების და ოსების ისტორიული ერთობისა და შერიგების მისაღწევად, ჩვენც, კავკასიელ და რუს ჟურნალისტებს, საშუალება მოგვეცემა, ერთად ვიბრძოლოთ, ვითანამშრომლოთ მშვიდობიანი კავკასიის, რუსეთის, მდგრადი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის.

ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჟურნალისტებმა, საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობამ აღარ დავუშვათ პოლიტიკოსების, პოლიტიკანების, დემაგოგების ცოდვებზე თავის მართლება.

და ბოლოს, სასურველია უახლოეს პერიოდში ერთობლივად მოვამზადოთ ჩვენი სამომავლო პროექტები: არა ტერორიზმს”, “არა დიქტატურას”, “არა ოკუპაციას”, “საერთაშორისო ჟურნალისტთა სოლიდარობა - დემოკრატიისა და უსაფრთხოების გარანტიაა”.

პატივისცემით,
ჰამლეტ გეგია
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე