სამართალი
თურქეთში დაკავებული ქართველების დეპორტაცია განხორციელდა

deportaciaროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, თურქეთში დაკავებული ქართველების დეპორტაცია უკვე განხორციელდა. თურქეთის პოლიციამ, ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ბრალდებით, სამი ქართველი ქალი დააკავა.

სპეცოპერაცია პროვინცია ადანაში ჩატარდა.

ცნობილია დაკავებულების სახელები და პროფესიები. მათ შორის ერთ-ერთი, სახელად ირინა - ადვოკატია, ანა კი დიზაინერი, მესამე ქართველი ქალბატონი, როგორც ირკვევა, ქირურგია, სახელად დალი და ის თურქეთის მოქალაქეა.

დაკავებულია თურქი პროკურორიც, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, მათი სუტენიორი იყო.

გამოძიების ცნობით, 35 წლის ირინა და 20 წლის ანა თურქეთში ერთი კვირის წინათ ჩავიდნენ. მანამდე, პროსტიტუციის ბრალდებით, ოქტომბრის ბოლოს თურქეთიდან 15 ქართველის დეპორტაცია მოხდა.