უცხოეთი
კიევი ევროკავშირისგან ევროპული ინტეგრაციის პირველი ეტაპისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

1-ucx-2-kompensaciaსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის ხელისუფლება ელის, რომ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებაზე ხელმოწერის პირველ ეტაპზე მიყენებული ზარალი  ანაზღაურდება, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა.

"ჩვენ დავაყენეთ კიდევ ერთი პირობა, რათა ჩვენი მოლაპარაკებები დასრულდეს, - ეს პირობა არის ამ შეთანხმებების ე. წ. იმპლეენტაცია ანუ რეალიზაცია. ვნახოთ, თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების პირველ ეტაპზე მოყენებული ზარალის კომპენსაციას ველით", - განაცხადა აზაროვმა პარასკევს უკრაინის პირველი ნაციონალური სატელევიზიო არხის ეთერში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირთან უკრაინის უარყოფითმა სავაჭრო სალდომ  10 მილიარდი ევრო შეადგინა. აზაროვმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა კიევმა რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო პრობლემების არსებობის პერიოდში  დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა.

"როდესაც რუსეთთან სავაჭრო მიმოქცევაში სირთულეები შეგვექმნა,  ჩვენ შევთავაზეთ პარტნიორებს: შეიძინეთ ჩვენი ვაგონები. არ უნდათ", - განაცხადა აზაროვმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უარი თქვა უკრაინის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების იმპორტის გაზრდაზე.