უცხოეთი
საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ შეაჯამა ვოლგოგრადის ტერაქტების შედეგები: 32 დაღუპული, 70-ზე მეტი დაჭრილი

1-ucx-MCSსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. "კვირას და ორშაბათს ვოლგოგრადში მოწყობილი ორი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან  32 დაიღუპა", - განაცხადა ორშაბათს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსის მოადგილე ვლადიმერ სტეანოვმა. ბოლო ინფორმაციით, სულ აფეთქებების შედეგად დაშავდა 104 ადამიანი, 32 დაიღუპა. ვითარება ზუსტდება, ყველა ზომა იქნება მიღებული", - განაცხადა მან.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აფეთქება ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში 2013 წლის 29 დეკემბერს, კვირას, 12:45 საათზე გაისმა. ამოქმედდა  დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა. სულ აფეთქების შედეგად 62 ადამიანი დაშავდა, 17 დაღუპულია.

დღეს, 2013 წლის 30 დეკემბერს, 08:25 საათზე ვოლგოგრადში, კაჩინსკის ბაზრის მახლობლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად მოხდა აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ტროლეიბუსის სალონში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება სახელდება.

1-ucx-MCS-2