სამართალი
სუბარის პოსტი შესაძლოა ჭიკაიძემ დაიკავოს

1-sub-Wik-sam-3საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. „ზონა news“-ის მიერ გავრცელებული ცნობით, სოზარ სუბარი ახალი წლიდან მინისტრი აღარ იქნება, რისი მიზეზიც პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარებაა.

სუბარის პოსტს კი ამჟამინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჩაიბარებს. „ზონა news”-ის ცნობით,საკადრო ცვლილებები მიმდინარე კვირას უნდა განხორციელდეს, რის შესახებაც შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე მიღებული აქვს.