სამართალი
„დაწესებულებების მიხედვით: სასჯელაღსრულების №2 დაწესებულებაში – 3 პატიმარი, სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში – 1 პატიმარი, სასჯელაღსრულების №6 დაწესებულებაში – 5 პატიმარი, სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში – 18 პატიმარი, სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში – 3 პატიმარი, სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში – 23 პატიმარი, სასჯელაღსრულების №17 დაწესებულებაში – 3 პატიმარი.
აღნიშნულ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულები და ბრალდებული საქმეების გადახედვის ინდივიდუალური მოთხოვნებით, ასევე მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნისა და 223 პრიმა მუხლის გაუქმების მოტივით შიმშილობენ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.