საზოგადოება
რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას წყალობით მხიარულთა და საზრიანთა ქართულმა გუნდმა სოჭში ჩემპიონთა თასის ფინალში მიიღო მონაწილეობა

1-saz-2-kubokსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 20 დეკემბერს ქალაქ სოჭში მსკ-ს გუნდების საერთაშორისო ფესტივალის “КиВиН-2014”-ის ფარგლებში ჩემპიონთა თასის ფინალი გაიმართა. მხიარულთა და საზრიანთა ქართული გუნდი კენჭისყრის შედეგების მიხედვით პრემიერ-ლიგაში გავიდა. სოჭში ქართული გუნდის მონაწილეობის ორგანიზატორი იყო რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია.

“გამოსვლამ წარმატებით ჩაიარა, წამყვანები იყვნენ უმაღლესი ლიგის რედაქტორები დიმიტრი კოლჩინი და დიმიტრი პენკოვი, - აღნიშნა მსკ-ს ქართული ნაკრების ხელმძღვანელმა სოფიო ბანძავამ, - წინ მომდევნო ეტაპია - არანაკლებ ღირსეულად უნდა გამოვიდეთ პრემიერ-ლიგაში. მადლობას ვუხდით მიხეილ ხუბუტიას და რუსეთში ქართველთა კავშირის კოლექტივს მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშე ამის მიღწევას ვერ შევძლებდით”.

შეგახსენებთ, რომ სულ სოჭის ფესტივალ “КиВиН-2014”-ზე  მთელი რუსეთიდან 500-ზე მეტი გუნდი ჩავიდა. შემდგომ ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ 80 მათგანს მიეცა. პრემიერ-ლიგა მსკ-ში უმაღლესი ლიგის შემდეგ მნიშვნელობით მეორეა, მისი თამაშების ტრანსლაცია პირველი არხით ხდება.