საზოგადოება
რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას მხარდაჭერის წყალობით ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა საქართველოდან

1saz-1xubutiaსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 19-22 დეკემბერს მოსკოვის ივანე იარიგინის სახელობის ორთაბრძოლების დარბაზში მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდა - “А“ კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი სამბოში რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატის ასლამბეკ ასლახანოვის პრიზებზე. რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას მხარდაჭერის წყალობით ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა საქართველოდან.

წელს შეჯიბრმა მსოფლიოს 15 ქვეყნიდან 119 მონაწილე შეკრიბა, მათ შორის 19 საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ტურნირის გახსნის დროს მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა სამბოში ასლამბეკ ასლახანოვმა აღნიშნა: “სამბო - ეს არის მასწავლებელი, რომელიც ნამდვილ მებრძოლად ჩამოყალიბების გზას თავის მოსწავლესთან ერთად გაივლის, სირთულეების რომ არ ეშინია და დამარცხების არ რცხვენია. და ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ამ ახალ გამარჯვებებში ქართული გუნდი მონაწილეობს”.

რამდენიმე ტურის განმავლობაში ქართულმა გუნდმა ბრწყინვალე მომზადება გამოავლინა და საპრიზო ადგილები დაიკავა. ტურნირის შედეგების მიხედვით, საპრიზო ადგილები ქართულ გუნდში შემდეგნაირად განაწილდა:

წონითი კატეგორია 52 კგ-მდე: მეორე ადგილი - დიმიტრი მამულაძე;

წონითი კატეგორია 74 კგ-მდე: პირველი ადგილი - ლევან ნახუცრიშვილი, მეორე - კახა მამულაშვილი;

წონითი კატეგორია 82 კგ-მდე: პირველი ადგილი - ნიკო კუცია, მეორე - ლაშა ზურაბიანი;

წონითი კატეგორია 90 კგ-მდე: პირველი ადგილი - პაატა ღვინიაშვილი;

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში: მეორე ადგილი - ლაშა გურული, მესამე - დავით ლორიაშვილი.

მოსკოვიდან გამომგზავრებისას ბედნიერ სამბისტებს საქართველოში მოჰქონდათ არა მარტო ღირსეული ჯილდოები, არამედ სითბოც, რომლითაც მათ რუსი მეგობრები, რუსეთში ქართული დიასპორის წევრები და კოლეგა სპორტსმენები შეხვდნენ.

ახალ გამარჯვებებს გისურვებთ!