სამართალი
საქინფორმი: ტერაქტები ვოლგოგრადში სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები-2014-ის წინააღმდეგ იყო მიმართული!

1-pravo-1-saqinformis-samZiსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საინფორმაიო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი უერთდება საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სამძიმარს ვოლგოგრადში ერთმანეთის მიყოლებით - რკინიგზის სადგურში და ტროლეიბუსში - მომხდარი ტერაქტების გამო, რომელთა შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დასახიჩრდა. საქინფორმი აღშფოთებით აღნიშნავს, რომ ეს ტერაქტები, როგორც ჩანს, ორგანიზებული იყო ერთი ცენტრიდან და მიმართული იყო, მათ შორის, კონკრეტულად სოჭში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ, რომლის გახსნამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა.

 

საქინფორმი აღნიშნავს, რომ სამძიმრისა და ტერორიზმთან ბრძოლაში სოლიდარობის ზოგიერთი ცრუ სიტყვა, რომლებიც დღეს რუსეთის მისამართით მოდის, ხშირად დასავლუთის სახელმწიფოთა სწორედ იმ ხელმძღვანელებს ეკუთვნით, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ - ტერაქტების მოხდენამდე რამდენიმე დღით ადრე - ბოიკოტი გამოუცხადეს ზამთრის ოლიმპიადა 2014-ს. საქინფორმს არ შეუძლია ამტკიცოს, რომ ეს ფაქტები ურთიერთდაკავშირებულია - ამის შესახებ დაე გამოძიებამ თქვას, მაგრამ რეალობა სწორედ ასეთია - რუსეთის საზიზღარი მტრები არანაირ მეთოდს არ უკადრისობენ - არც ოფიციალურს, არც ველურს, არაადამიანურს!

საქინფორმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, რუსეთის ფედერაციას და მის პრეზიდენტ ვ. ვ. პუტინს. ჩვენ თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს და რუს ხალხთან ერთად განვიცდით ამ საშინელ ტრაგედიას, რომელიც ახალი წლის დამდეგს მოხდა.

საქინფორმის რედაქცია