სამართალი
დღეიდან ავტოიმპორტიორებისათვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა, საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი მანქანის განსაბაჟებელი ვადა თუ აქამდე 20 დღე იყო, დღეიდან 45 დღე იქნება. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ეკუთვნის.
„ჩვენ გადავხედეთ ვადებს, დავრწმუნდით, რომ საკმარისი არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ მისი გახანრგძლევება. შედეგად ავტოიმპორტიორებიც თავიდან აიცილებენჯარიმებს,“-განაცხადა ნიკა გილაურმა.