აქტუალური
კოკა ყანდიაშვილი საქართველოს მთავრობის კონსულტანტი იქნება

1-akt-2-kandiaSviliსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. კოკა ყანდიაშვილი პრემიერ–მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს აღარ უხელმძღვანელებს, ყანდიაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში  საქართველოს მთავრობის კონსულტანტი იქნება.

პრემიერ–მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს კი, მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის უფროსის ნონა ყანდიაშვილის თქმით, დროებით მაკო ბიგვავა უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდეც აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომელი გახლდათ.

კოკა ყანდიაშვილის განმარტებით, მან თავად სთხოვა პრემიერს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. 
”დავინიშნე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, კონსულტანტად საზოგადოებასთან კომუნიკაციების საკითხებში. შეგიძლიათ მომილოცოთ! აქ ვარ, არსად წავსულვარ, არავის გადავუყენებივარ, არავის გავუგდივარ და ასე შემდეგ - პირიქით - ყველაფერი კარგადაა!”, - განაცხადა ყანდიაშვილმა სოციალურ ქსელში.