პოლიტიკა
2013 წელს საქართველოს კანონში ,,თავდაცვის შესახებ” შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად სამინისტრო ვალდებულია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს ინფორმაცია განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2,000,000 ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - 4,000,000 ლარს.
მიმდინარე წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შესყიდვების პროცედურების დახვეწა და მაქსიმალური ტრანსპარენტულობის მიღწევა იყო. 2013 წლის განმავლობაში სულ 1 010 კონტრაქტი გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 167,826,000 ლარი შეადგინა.
შედეგიანი იყო ელექტრონული ტენდერების ჩატარების სტატისტიკაც. 2013 წლის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდამდე 259 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების გამჭვირვალობამ მაღალკონკურენტული გარემო შექმნა, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტრომ 6,556,145 ლარის საბიუჯეტო სახსრების ეკონომია მიიღო. აკუმულირებული თანხის თითქმის 100 % ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდო.