საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

1-saz-3-samZImariსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი.
დიდ მწუხარებას და აღშფოთებას გამოვთქვამ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ რუს ხალხს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო. საქართველოს მთავრობა გმობს ტერორიზმს, რომელსაც არც ეროვნება აქვს და არც საზღვრები, და მზად არის მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად იბრძოლოს ტერორიზმის - 21-ე საუკუნის ყველაზე საშიში მოვლენის წინააღმდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი“