საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმოხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიღწეულ პროგრესზე, რაც ნატოს ყოველწლიური შეფასების დოკუმენტშიც არის ხაზგასმული. საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსაც. „ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მივიდეს საქართველო 2014 წელს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე. აღნიშნულ პროცესში საქართველოს კანონმდებელთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ ყურადღებისა და ინტერესისთვის, რაც ჩვენს პარლამენტარებს აქვთ საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ. საპარლამენტო ზედამხედველობა დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით ძალზე ეფექტურად ვპროგრესირებით“, - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.
თავდაცვის უწყების ნატოსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. მისი განცხადებით, 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოს პოზიტიური მოლოდინები აქვს, რაშიც პარლამენტიც იქნება ჩართული.