საზოგადოება
ფოკლორის ცენტრის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად ცენტრის კარი აჭედეს

1-centri-saz-3საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ ფოლკლორის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ფოლკლორის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი კლანურ გარიგებაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ერქომაიშვილის ინტერესებში შედიოდა ცენტრის თავმჯდომარედ გიორგი დონაძის დასახელება. ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლება ასევე უნდობლობა გამოუცხადეს სამეთვალყურეო საბჭოს და მისი შემადგენლობის შეცვლა მოითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრის კარი სიმბოლურად ბანერით აჭედეს. მათი მოთხოვნებია, რომ ხელმძღვანელის დანიშვნას  კულტურის მინისტრმახელი არ მოაწეროს, ხოლო ახალი ხელმძღვანელი გამჭვირვალედ დაინიშნოს.

რობერტ სტურუამ, გია ყანჩელმა და ლექსო თორაძემ ანზორ ერქომაიშვილს თანადგომა გამოუცხადეს და დღეს რუსთაველის თეატრში მხარდამჭერი აქცია გამართეს, სადაც კულტურის სამინისტროსგან ფოლკლორის ცენტრში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს.

ძალიან დიდი ვნებით ვეპყრობით ქართველები ნამდვილ ქართველებს, გენიოსებს, ბოროტებისკენ ვართ მიმართული თითქმის. ანზორმა რაც გააკეთა ქართული მუსიკისთვის, არის უნიკალური რამ. მე არც მიკვირს, რომ მის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა, რადგან ბოლო წლებში კვლავ დაიწყო ბრძოლა ქართული ნიჭის წინააღმდეგ... კულტურის სამინისტრომ უნდა დააფასოს ის ხალხი, ვინც რაღაცას წარმოადგენს საქართველოსთვის და ქართული ხელოვნებისთვის”, – აღნიშნა სტურუამ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გასულ კვირას გაათავისუფლეს.