სამართალი
ბათუმში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელიც სარფის მიმართულებით მოძრაობდა, ამოტრიალდა. შედეგად მანქანაში მსხდომი 8 მგზავრიდან ერთი - 6 წლის გაგა გოგრაჭაძე დაიღუპა.
დანარჩენები ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანია. ისინი ამ დრომდე ბათუმის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია.